19:09 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-05 11:28:04, 1905 ნახვა

საზოგადოება
ბაჩალიაშვილის დედა: გამოკითხული ბაჩანა ლობჟანიძე ერთხელ მყავს ნანახი - თამუნას შეყვარებულად გაგვეცნო

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ გამოკითხული ბაჩანა ლობჟანიძე ერთხელ ჰყავს ნანახი, ის თამუნას შეყვარებულად გაეცნოთ.

მანვე გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები აქვთ FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გააჩნია გამოძიებაში FBI-ის რა დონეზე ჩართავენ, კონსულტაციების დონზე ფედერალური ბიუროს ჩართვა მათთვის საკმარისი არ იქნება.

„მე გუშინ განვაცხადე, რომ მათზე იქნებოდა დამოკიდებული რამდენად ჩართავდნენ FBI-ის საქმეში და ამის გამო მოვედი, სხვა შემთხვევაში არ მოვიდოდი. ახლა გააჩნია FBI-ის რა დონეზე ჩართავენ, კონსულტაციების დონეზე ნამდვილად არ გვაწყობს. თავიდან ბოლომდე დაკარგვა ის დღიდან დღემდე ყველა დეტალში უნდა იყოს ჩართული FBI. უნდა მიპასუხონ კითხვებზე, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ წაიშალა ყველაფერი კომპიუტერში და რატომ გასუფთავდა, სავარაუდოდ, მანქანაც, არც ერთ კითხვაზე არ გაუციათ პასუხი.

ბაჩანა ლობჟანიძე არის ციდან მოფრენილი ვიღაცა. ერთხელ შევხვდი სულ. ჩვენთან ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, ასე გააცნო თავი, რომ თამუნას შეყვარებული ვიყავიო და ერთხელ იყო სახლში“, - განაცხადა ბაჩალიაშივლის დედამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics