20:19 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 22:49:11, 1952 ნახვა

საზოგადოება
ბაჩალიაშვილის დედა - მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი, ვიღაც იქექებოდა

„მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი იქექებოდა ვიღაც იმ კარადაში“ , - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარეთ ჟურნალისტების კამერებს შეეძლებოდა ყველა შემსვლელ-გამომსვლელის დაფიქსირება.

„მე ძალიან ცუდად ვიყავი, გამთიშეს ფაქტიურად მედიკამენტებით, იმიტომ, რომ გული მიმდიოდა. აქ ვინც იყვნენ მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი იქექებოდა იმ კარადაში.

გაუკვირდათ, "რას აკეთებ აქ, ვინ ხარო" და უთხრა, რომ მეზობელი ვარო. ჩემმა ნათესავებმა უთხრეს, რომ ყველა მეზობელს ვიცნობთ და შენ არ გიცნობთო. მე აქ ვალაგებ რაღაცასო. არ ვიცი რას ეძებდა იქ. შეამჩნიეს იმ კარადასთან, მანამდე შეიძლება სხვა ადგილასაც ჰქონდა მოქმედებები.

გარეთ ჟურნალისტების კამერა მუდმივად იყო ჩართული და შეიძლებოდა, რომ იქ შემსვლელ-გამსვლელი ყველა დაემახსოვრებინა კამერას. ამიტომ თუ არის კადრები, კადრებში იმ პიროვნების ამოცნობა შეიძლება“ , - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics