|
2020-08-03 13:25:22, 3150 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ვანო მერაბიშვილმა ჩაიხედა ძველი ოპოზციის შიდა სამზარეულოში და ნახა ის უპრინციპობა, რაც ხდება
ვანო მერაბიშვილმა ჩაიხედა ძველი ოპოზციის შიდა სამზარეულოში და ნახა ის უპრინციპობა, რაც ხდება, - ასე გამოეხმაურა მერაბიშივლის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია ნათელია. „როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ის, რაც საზოგადოებისთვის დიდი ხანია ნათელია. საზოგადოება ხედავს თუ როგორ ფიქრობს და მოქმედებს ოპოზიცია და განსაკუთრებით გამოვყოფდი ძველ ოპოზიციას რომელიც არის დესტრუქციული და მას არ გააჩნია პოზიტიური დღის წესრიგი. ვანო მერაბიშვილმა ეს ახლა აღმოაჩინა, როგორც ჩანს, ჩაიხედა ძველი ოპოზციის შიდა სამზარეულოში და ნახა ის უპრინციპობა რაც ხდება“, - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)