|
2015-09-07 15:09:38, 519 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განწყობას არ იზიარებს
„მე არ ვიზიარებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განწყობას იმის შესახებ, რომ არის რაღაც მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა და იქიდან გავაგრძელოთ ცხოვრება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს 2015 წლის თბილისის საერთშორისო კონფერენციაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ხიდაშელისი თქმით, სწორედ ლიტვის გამოცდილება ადასტურებს იმას, რომ ამ მოცემულობების წინააღმდეგ ბრძოლამ ისინი ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახადა. „მე არ ვიზიარებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განწყობას იმის შესახებ, რომ არის რაღაც მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა და იქიდან გავაგრძელოთ ცხოვრება. სწორედ ლიტვის გამოცდილება ადასტურებს იმას, რომ ამ მოცემულობების წინააღმდეგ ბრძოლამ ისინი გახადა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. ამიტომ მე დიდი უფრო დიდი სიამოვნებით გავიზიარებ ლიტვის გამოცდილებას 90-იანი წლებიდან, როდესაც ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და საბოლოო ჯამში დასახულ მიზნამდე მივიდნენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან მიმართებაში, მსოფლიო იქნება ისეთივე ადეკვატური, როგორიც იყო თავის დროზე ბალტიისპირეთთან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)