|
2020-07-30 13:33:42, 3795 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამერიკელი კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წერილში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არ არის მოხსენიებული. მისივე შეფასებით, ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ საქართველოში დემოკრატიის განვითარების გარანტია. „რაც შეეხება კონგრესმენების წერილს და ასევე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი. ის პირიქით, საქართველოში დემოკრატიის განვითარების გარანტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობა ერთობლივად შევძლებთ და საქართველოში დაიწყება და გაგრძელდება ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც უკვე 8 წელიწადია მიმდინარეობს. როგორც ვიცნობ ამ წერილს, მსგავსი შინაარსი მე მასში არ ამომიკითხავს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ექვსმა კონგრესმენმა, ჯოდი ერინგტონმა, მარკვეინ მულენმა, ბილ ფლორესმა, უილ ჰარდმა, ბრაიან ბაბინმა და რენდი უებერმა, საქართველოსთან დაკავშირებით წერილით მიმართა. კონგრესმენები პომპეოს წერენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო შეშფოთებულები არიან. ამასთანავე, ისინი პომპეოს წერენ, რომ მას შემდეგ რაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ქვეყანა პროგრესისგან უკან იხევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)