|
2020-07-30 11:55:34, 3471 ნახვა
კომენტარი
მიხეილ დეგტიარევი ხაბაროვსკში გამართულ აქციებზე მყოფ ქართველ მომიტინგეებს პროვოკაციაში ადანაშაულებს
ხაბაროვსკის მხარის დროებითი გუბერნატორი, მიხაილ დეგტიარევი თვლის, რომ ხაბაროვსკში უცხოელი პროვოკტორები გამოჩნდნენ. როგორც მან RTVI-თან ინტერვიუში განაცხადა, პროვოკატორების ნაწილი საქართველოდან არის ჩასული. „ამ ყველაფერზე, მასობრიობაზე, რა თქმა უნდა, ყველა ცნობილი გამვლელი ჩაერთო, ვინც დაკავებულია აქციების ორგანიზებით, პროვოკაციებით, მათ შორის, არიან უცხოელები და კარგად ვიცით, რომ მათი ნაწილი საქართველოდანაა“, - აღნიშნა მან. დაკავებული ექს-გუბერნატორის ადგილზე მოსულმა დეგტიარევმა, ადრეც გაამახვილა ყურადღება მხარეში უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ჩასვლაზე, რომლებიც მისი თქმით, შესაძლოა ქვეყანაში სიტუაციის დასამძიმებლად არიან ჩასულები. ის თვლის, რომ თავდაპირველად მიტინგებს სტიქიური ხასიათი ჰქონდა, ახლა კი დემონსტრანტებს პროვოკატორები შეუერთდნენ. ცნობისთვის, მასობრივი აქციები ხაბაროვსკში მას შემდეგ დაიწყო, რაც ექს-გუბერნატორი ფუგრალი, რომელიც ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. დემონსტრანტები ითხოვენ, რომ ექს-გუბერნატორის გასამართლება ხაბაროვსკში მოხდეს. ამასთანავე, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ დანიშნული გუბერნატორის მიმართ და მის წინააღმდეგაც გამოდიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)