|
2015-09-07 11:42:29, 3863 ნახვა
რეგიონი
ზედა კირნათში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კირნათში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივებს მომსახურება გაუწია ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. ჩატარდა კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევები. უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღო 50-მდე პაციენტმა. აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის მოადგილები ზურაბ თენიეშვილი და რამაზ ჯინჭარაძე. კირნათში სამედიცინო აქცია ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით. „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს მედიკოსები მორიგ უფასო სამედიცინო აქციას 19 სექტემბერს, ჩიქუნეთში ჩაატარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)