14:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 11:11:06, 438 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი: პრემიერი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიას გაექცა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიას გაექცა.

მისივე თქმით, დისკუსია დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო და დამსწრე საზოგადოებას აინტერესებდა, თუ რატომ იქცევა საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„სამწუხაროა, რომ პრემიერ–მინისტრი დისკუსიას გაექცა. დისკუსია იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული, მაგრამ პრემიერმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მასში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან დამსწრე საზოგადოებას ნამდვილად აინტერესებდა ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი, აქტუალური– უკრაინის კონტექსტში რატომ იქცევა საქართველოს მთავრობა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. რატომ, არა თუ არ უერთდება, წინააღმდეგ გამოდის იმ სანქციებისა, რომელიც დაწესებული აქვს ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც ამავე დროს, წარმოადგენს ჩვენი პრობლემების აქტუალიზაციის შესაძლებლობას და რატომ იქცევა საქართველოს მთავრობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის კონტექსტში ისე, როგორც რუსეთის სატელიტი“, – აღნიშნა კანდელაკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics