|
2015-09-07 10:03:19, 578 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან
„ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები და ორმაგად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მომავალი“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ განაცხადა. მისივე თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ მეზობლებთან ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, განსაკუთრებით რუსეთთან. „გასულ წელს მე ხელი მოვაწერე ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც მთავარ გეგმას წარმოადგენს საქართველოს მოდერნიზებისთვის. საქართველოს დემოკრატიის მთავარ კომპონენტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს. ჩვენი მცდელობა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან დაახლოების პროცესში დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაა. ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა უფრო ღია სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხთან. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა მეზობლებთან, რომელიც პრაქტიკულ ურთიერთობებზე იქნება დამყარებული, განსაკუთრებით რუსეთთან. მიუხედევად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ხელისუფლებაში, საქართველო შეერთებული შტატების და ევროპის პარტნიორად რჩება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო „რუუმს ჰოტელში“ მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციას „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“ მასპინძლობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)