|
2020-07-29 10:45:01, 9404 ნახვა
სხვადასხვა
სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Sea Breeze 2020“
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინაში, მრავალეროვნულ სწავლებაში "Sea Breeze 2020", მონაწილეობა მიიღეს. საზღვაო წვრთნებში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა. ყოველწლიური საზღვაო სწავლება "Sea Breeze" უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით შავ ზღვაზე იმართება. მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა. წელს ერთობლივ წვრთნებში 8 ქვეყნის - ბულგარეთის, საქართველოს, ნორვეგიის, რუმინეთის, ესპანეთის, თურქეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების - საზღვაო დანაყოფების 2 ათასზე მეტი მოსამსახურე, 27 მცურავი საშუალება და 19 საფრენი აპარატი მონაწილეობდა. კორონავირუსის (covid-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს და მოიცავდა მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს. "SEA BREEZE" უკრაინაში წელს მეოცედ გაიმართა. ქართული მხარე სწავლებაში პირველივე წლიდან მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)