|
2015-09-07 09:48:12, 427 ნახვა
პოლიტიკა
შტეფან ფულე: იმედი მაქვს, მიგრაციის კრიზისი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს
გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი შტეფან ფულე იმედოვნებს, რომ მიგრაციის კრიზისი ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს. ამის შესახებ ფულემ ჟურნალისტებს „თბილისი რუმსში“ განუცხადა, სადაც კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი.უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" მიმდინარეობს. „საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს. ვთვლი, რომ პროცესი ჩვენი მხრიდან არ უნდა შეფერხდეს იმის ხარჯზე, რომ ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავებას ვცდილობთ. დიდი იმედი მაქვს, ეს გავლენას არ იქონიებს იმ არაჩვეულებრივ სამუშაოზე, რაც საქართველომ გასწია და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ“, - განაცახდა შტეფან ფულემ. კონფერენციას “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი” საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც ესწრებიან. მონაწილეთა შორის არიან ასევე ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)