|
2020-07-28 12:56:34, 8096 ნახვა
სხვადასხვა
ISFED-ს ანგარიში - ცესკო-ს ადმინისტრაციაში დანამატებისა და პრემიების გაცემა, ძირითად შემთხვევებში, დაუსაბუთებლად ხდება
„სამართლიანი არჩევნებმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონიტორინგის შედეგების ანგარიშს წარადგენს. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი 2016-2019 წლებში ცესკო-ს თანამშრომლების ანაზღაურების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას მოიცავს. ორგანიზაციაში მთავარ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ აღნიშნულ პერიოდში ცესკო-ს ადმინისტრაციაში დანამატებისა და პრემიების გაცემა, ძირითად შემთხვევებში, დაუსაბუთებლად ხდებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ცესკო დადგენილებით აწესრიგებს ფულადი სახსრების განაწილების წესს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რაც მათ მიერ მოთხოვნის ფორმების წარდგენის შემდეგ განისაზღვრება, არ არის განსაზღვრული ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც ცესკოს ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ ერთგვაროვნების პრინციპის მიხედვით ფულადი სახსრების განაწილების წესს უფრო ნათელ და განჭვრეტად ჩარჩოებში მოაქცევს. არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დახმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ოდენობებს. არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები და საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ დადგენილი ზღვრული თანხების ფარგლებში ადგენენ კონკრეტულ თანამდებობრივ სარგოს პოზიციების მიხედვით“, - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)