02:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 16:59:25, 2931 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სავიზიტო ბარათს - „რვაფეხას“, რომელიც ფონდი „ქართუს“ მიერ იქნა აღდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ,,რვაფეხას" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„რვაფეხას" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა. კაფე „ფანტაზიას" („რვაფეხას") მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი ,,ქართუს'' მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან ნაგებობა ძლიერი დაზიანების გამო არ ფუნქციონირებდა.

ნაგებობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე, მოპირკეთდა მოზაიკით. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.

კაფე „ფანტაზია" ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics