|
2015-09-06 10:58:36, 482 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ეწვევა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი 7-8 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის დროსაც განიხილება მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია. საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტის ხაზზე არსებულ სახელმწიფოებში“ ერთად უმასპინძლებს პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებს, აკადემიკოსებს როგორც საქართველოდან ასევე ევროპიდან და ამერიკიდან. ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სადაც გაეცნობა საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას. მინისტრი თბილისში 7 სექტემბერს ჩამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)