18:10 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 10:36:59, 3005 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმის ადვოკატი - საბა ჩხარტიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის საკითხი არ არსებობს.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საბა ჩხარტიშვილის ბრალი არ ედება. ჭიკაიძე არნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

„სასამართლომ თავისი ინიციატივით მოიწვია მხარეები და შესაბამისად, წარმოდგენილი იქნებიან ბრალდებულები. რა თქმა უნდა, გვექნება შუამდგომლობა საკმაოდ დასაბუთებული იმისთვის, რომ საბა ჩხარტიშვილის მიმართ არ უნდა იქნეს დატოვებული პატიმრობა ძალაში. საბა ჩხარტიშვილის ბრალი ედება 126 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. იმ ტრაგედიასთან, რომელიც მოხდა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საბა ჩხარტიშვილის ბრალი არ ედება. ეს ძალადობა არ უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. საბა ჩხარტიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის საკითხი არ არსებობს“, - განაცხადა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს, 11 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics