|
2015-09-05 10:38:20, 596 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა. ღონისძიებას ნოდარ დუმბაძის სახელობის ბიბლიოთეკა მასპინძლობდა და მასში სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. „ჩემი სოფელი ათი წლის შემდეგ,“ ასე ერქვა თემას, რომელიც ჟიურიმ კონკურსის მონაწილეებს წარუდგინა. ორი საათის განმავლობაში ხიდისთაველი მოზარდები ცდილობდნენ ფურცელზე გადმოეტანათ ყველა ის სატკივარი, რაც არამხოლოდ მათ, ზოგადად მოსახლეობას აწუხებს. ჟიურიმ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის ქეთევან დუმბაძის, მწერალ მარიამ წიკლაურის და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის შემადგენლობით ერთხმად გამოხატა აღფრთოვანება კონკურსის მონაწილეების რეალისტური ხედვის და მწერლური უნარების გამო. მათივე თქმით, ბავშვების ნაწერებში სამოქალაქო აზროვნების განვითარების პროცესი იგრძნობა. სწორედ ეს არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ აღნიშნული ტიპის ღონისძიებების გამართვის მიზანიც, გაზარდოს ბიბლიოთეკების, საზოგადოებრივი ცენტრების ცნობადობა და ახალგაზრდებს უბიძგოს თავის მხრივ საინტერესო პროექტების შექმნისა და განხორციელებისკენ. კონკურსში გამარჯვებულები ციფრული ფოტოაპარატებით და ტექნიკის და საკანცელარიო მაღაზიების ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. ასევე საჩუქრები გადაეცა კონკურსის ყველა მონაწილეს.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)