|
2020-07-22 23:03:28, 2367 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბაჩალიაშვილის მამა - სამხარაულის ექსპრეტიზამ გადმოსვენებაზე უარი მითხრა, რადგან ყინული არ აქვთ - გამოძიება იტყუება
„სამხარაულის ექსპრეტიზამ გადმოსვენებაზე უარი მითხრა, რადგან ყინული არ აქვთ“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ ენდობა გამოძიებასა და სამძებრო სამუშაოებს, მისი აზრით ისინი იტყუებიან და შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. „როგორ დაიწყო გეტყვით, რომ იძახიან დრონი გავატარეთო, ეს ტყუილია. ოთხი დღის განმავლობაში ჭიმავდნენ დროს, რომ პრობლემა შეექმნათ, ესე აწყობდათ ამათ. არ გაუტარებიათ არავითარი დრონი, არ მჯერა მე, ეს არის ტყუილი. გზიდან ხელის გულივით ჩანს 50 - 60 მეტრის მანძილზე ის ტერიტორია სადაც იპოვეს. ოჯახში პრობლემა არ ჰქონია ბავშვს, ეს მოდის სამსახურის მხრიდან. სანამ აქცია არ ჩატარდა არაფერიც არ გამოჩენილა, აქციის შემდეგ იპოვეს. არ ვაპირებ გაჩერებას, უნდა დაიწყონ ყველაფრის გამოძიება, პირველნრიგში სამსახურის მხრიდან. გადმოსვენებაზე უარი მითხრეს, ცხედარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ყინულიც არ გვაქვსო. ახლობლებმა დაიწყეს მოგვარება, თუმცა დილამდე მაინც ვერ ხერხდება“ , - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას მამამ შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ოთხ დღიანი ძებნის შემდეგ, მთავარი გზატკეცილიდან 110-140 მეტრში მინდორში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)