13:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 13:47:18, 809 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელია: მომდევნო წლის თებერვლისთვის ქართულ თაფლს შესაძლებლობა ექნება ევროპულ ბაზარზე გავიდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მეფუტკრეობის  დარგის განვითარების პროექტის  განხორციელება დაიწყება.
მინისტრის ინფორმაციით აღნიშნული პროექტი სახელმწიფოს მხრიდან 70 %-იან   თანადაფინანსებას ითვალისწინებს. 
„ეს არის მასშტაბური ღონისძიება. მას საფუძველი ჩაეყრება მუხურში. მოგეხსენებათ, მუხურის ფუტკარი ყველაზე ცნობილია.  მეფუტკრეობის ხელშეწყობის კუთხით აღნიშნული პროექტი  სახელმწიფოს მხრიდან 70%-იან თანადაფინასებას ითვალისწინებს. ასთან ითვალისწინბებს როგორც მათთან არსებულ, ასევე დისტრიბუციის შედეგად მიღებული სკების იდენტიგფიკაციას.
ჩვენ მოვიწვევთ შესაბამის კონსულტანტებს იმისთვის, რომ სტანდარტების მისაღწევად შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს“,-აღნიშნა დანელიამ. 
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია 31 დეკემბრამდე უსასყიდლოდ მოახდენს თაფლის შემოწმებას და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს კოოპერატივებისთვის. 
ოთარ დანელია ვარაუდობს, რომ მომდევნო წლის თებერვლისთვის ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე გავა ქართული სერთიფიკატით გავა, რომელიც საერთაშორისოდ იქნება აღიარებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics