|
2020-07-21 11:23:38, 4985 ნახვა
რეგიონი
სახელმწიფოს მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი საწარმო გაფართოვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში „წინწყარო+“ იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების პროცესს გაეცნენ. „ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „წინწყარო+“ წარმოებას აფართოებს. შეღავათიანი აგროკრედიტით საწარმოში სპეციალური დანადგარები შეიძინეს, რაც ყველის წარმოებასთან ერთად რძისა და მაწვნის წარმოების საშუალებას იძლევა. შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარს მხოლოდ 1,5%-ის გადახდა უწევს, ხოლო 11%-ს სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა. როგორც მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის. შპს „წინწყარო+“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა, ყველის წარმოების პროცესს რძისა და მაწვნის წარმოების ხაზი დაემატა. საწარმოში დამატებით 225,000 ლარის ინვესტიცია განხორცილდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარია, ბენეფიციარის ინვესტიცია შეადგენს 70,000 ლარს. საწარმო დღიურად 4 ტონა რძეს გადაამუშავებს, ხოლო წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ბრენდით „წინწყარო+“ თბილისის მაღაზიებში ახდენს. საწარმოში 25 ადგილობრივია დასაქმებული. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, ხოლო 900-ზე მეტი გაფართოვდა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)