03:43 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 11:55:25, 3219 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს

ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 110 მებაჟე ოფიცერს მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივი ტესტირება ანტიგენზე და ანტისხეულზე, ასევე, უტარდებათ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განმახორციელებელ სატვირთო ტრანსპორტის მძღოლებს (როგორც  საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლებს)

აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საზღვაო ნავსადგურებსა და საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებულ  სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ახალ კორონავირუსზე (SARS-CoV-2) ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით.

ამ დროისთვის მიზნობრივი ტესტირება 33 400 მძღოლს უკვე ჩაუტარდა.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი დაარღვევს ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის  წესებს, ის დაჯარიმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics