|
2020-07-17 11:33:01, 3971 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო
მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში, საუბარია ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე. „მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მთავრობამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიიღო. პირველ რიგში, საუბარია ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომლებმაც განიცადეს რედიზაინი და ისინი უფრო მეტად არის მორგებული ბიზნესის დღევანდელ საჭიროებებს“, - განაცხადა არველაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით 3,5 მლრდ ლარი გამოყო. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა და კრიზისის შედეგად განვითარებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ორიენტირებული გახდა „აწარმოე საქართველოს" სახელმწიფო პროგრამები. „ფაქტიურად გაორმაგდა სესხის სუბსიდირების პროგრამის მიერ მოცვადი საქმიანობების ჩამონათვალი, გაიზარდა თანადაფინანსირების ოდენობა და ვადა. შემუშავდა სპეციალური პროგრამა განთავსების ობიექტებისათვის. რაც შეეხება საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმს, მისი ბიუჯეტი 330 მლნ ლარი შეადგენს. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში საბანკო სექტორის გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს სქემაში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. პოსტკრიზისული პროგრამა ასევე მოიცავს ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებსაც. მათ შორის, მშენებლობის სექტორის, სოფლის მეურნეობას და სხვა", - განაცხადა გენადი არველაძემ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით გამართულ დიალოგში ბიზნესთან "ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები" ასევე მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)