|
2020-07-16 10:57:51, 4579 ნახვა
რეგიონი
ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელოს მხარის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, სოფელ ნოჯიხევში, 40 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გახსნეს. „ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ მოხდება როგორც ფლორის, ასევე ფაუნის აღწარმოება. რამდენიმე ათას ადგილობრივ კოლხურ ხოხობს ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიებზე გავუშვებთ. ადგილობრივი სახეობები, ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა და წითელ ნუსხაშია. აღწარმოება, რომელიც ახალ საშენ მეურნეობაში მოხდება, ხელს შეუწყობს როგორც გენეტიკური ფონდის შენარჩუნებას, ისე რეგულაციებით ნადირობის ახალ პერსპექტივებს გააჩენს. სამინისტრო წლებია უკვე ამ მიმართულებით მუშაობს და, ვფიქრობ, შედეგს მალე მივიღებთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილი, მხარის რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივ მონადირეებსაც შეხვდა და ნადირობის სეზონის გახსნის და რეგულაციების შესახებ ესაუბრა. ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. „დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ველური ბუნების სააგენტოს საქმიანობა და ახალ სანაშენე მეურნეობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. ჩვენ ვივლით იმ გზით, რომლითაც იარეს ევროპულმა ქვეყნებმა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა დაშვებულია, პოპულაციების ზრდა დიდია. უნდა მოხდეს ყველა იმ სახეობის გამრავლება, რომელიც კოლხეთის დაბლობზე ბინადრობდა და დღეს გადაშენების პირასაა. მნიშვნელოვანია პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ შევძლებთ იმ წონასწორობის აღდგენას, რაც, სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, 90-იან წლებში იქნა დარღვეული”, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. ახალი საშენი მეურნეობის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ველური ბუნების სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ბეჟაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და ფონდის „განვითარება და გარემო” თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე ესწრებოდნენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)