|
2020-07-14 14:05:10, 1951 ნახვა
საზოგადოება
EMC შსს-ს სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობრივ კონფლიქტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმების დროულად გატარებისკენ მოუწოდებს. EMC-ის შეფასებით, ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები ვერ გახდა რეალურად დეპოლიტიზირებული, ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი. „დღემდე, ძალადობრივ ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება მხოლოდ საპოლიციო რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენებით, ცხადყოფს ქვეყანაში დანაშაულის პრევენციის სისტემის გაუმართავ მუშაობას. ახალგაზრდებს შორის მომხდარ ძალადობრივ დაპირისპირებებზე სახელმწიფოს მუშაობა მხოლოდ პოსტფაქტუმ რეაგირებით შემოიფარგლება. ყურადღების მიღმა რჩება სახელმწიფო უწყებათა ერთობლივი ძალისხმევით დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე, კულტურულ და სოციალურ ასპექტებზე პრევენციული მუშაობა. ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის დანაშაულის თუ ძალადობრივი მენტალიტეტის წინააღმდეგ ფრაგმენტული და არაეფექტიანი მუშაობის, საგამოძიებო უწყებებთან მნიშვნელოვანი მოწმეების თანამშრომლობის მზაობის არარსებობის წინაპირობა ხდება. შესაბამისად, პოლიციის მიმართ არსებული დაბალი ნდობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს როგორც მოქალქეებისთვის, ისე თავად სამართალდამცავებისთვის, ჰქონდეთ ადეკვატური რეაგირება დანაშაულზე. ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს ხელისუფლებას: უზრუნველყოს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას უწყების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდისათვის; წარმოადგინოს კონკრეტული ხედვა და სამოქმედო გეგმა სისტემის შიგნით არსებული პრობლემების გადაჭრისთვის; გაატაროს სისტემური რეფორმები უწყებაში რეპრესიული საპოლიციო მექანიზმების დანაშაულის პრევენციული მიდგომებით ჩანაცვლებისა და საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)