|
2020-07-10 18:52:01, 3179 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2020 წლის 10 ივლისს, 01:00 საათზე, მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდნენ უკანონო საქონლის ტრანსპორტირების ფაქტების მონიტორინგს. შესაბამისად, მცდარია ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ზე ატვირთულ ვიდეომასალაში გაკეთებული განცხადებები, სადაც კითხულობს, თუ რას აკეთებს შემოსავლების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა ღამის პირველ საათზე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „არ არის არც საბაჟო გამშვები პუნქტი და არც სხვა რამე“ და პირდაპირ აცხადებს, რომ ჟურნალისტური გამოძიების პროცესში, მას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები უთვალთვალებენ, რაც ასევე მცდარი ბრალდებაა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, (სამსახურის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციის - საგადასახადო შემოწმების ღონისძიებების, მათ შორის, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონლის, სასარგებლო წიაღისეულისა და უკანონო ხე–ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების კონტროლი. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ელისო კილაძის facebook - ის პირად გვერდზე, ამავე სოციალური ქსელის მომხმარებელმა ლევან მ. მიმართა უცენზურო სიტყვებით. აღნიშნული პიროვნება არის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც როგორც საჯარო მოხელეს, გააჩნია თმენის ვალდებულება. იმის გამო, რომ ცალსახად დარღვეულია საჯარო მოხელის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელა სამსახურებრივი მოკვლევა, რომლის საფუძველზე ლევან. მ-ს შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განესაზღვრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „გაფრთხილება“.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)