06:42 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 18:03:49, 1477 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს გლდანის რაიონში ჯამში, 16 ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონები ეწყობა.

წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ ჯამში, ფიტნეს ზონები 16 მისამართზე განათავსა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 219 983 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები შვიდ მისამართზე განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი - ცხრა მისამართზე.  

სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა დატვირთვის 10 სავარჯიშო  ტრენაჟორი  შემდეგ მისამართებზე განთავსდა: მუხიანის 4ბ მიკრორაიონის N42 და N43 კორპუსებს შორის, მუხიანის მესამე  მიკრორაიონის N5-6  კორპუსების მიმდებარედ, ასევე, მუხიანის მეორე  მიკრორაიონის N 10-14 კორპუსებთან, გლდანის მეოთხე  მიკროს N 105 კორპუსის მიმდებარედ სკვერთან, გლდანის პირველი მიკრორაიონის N1 და N2 კორპუსებს  შორის, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის  N13 კორპუსის მიმდებარედ  და გლდანის მეშვიდე  მიკრორაიონის  N25-26 კორპუსებთან. 

გლდანის  მესამე  მიკრორაიონის N86 კორპუსის მიმდებარე სკვერთან და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N10-14 კორპუსებთან კი, ფიტნეს სივრცეში რამდენიმე დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა.

ცხრა მისამართზე დასრულებული სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა  შპს “ჯეო პარკმა“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 125 840 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics