02:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 14:32:35, 4516 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი კონგრესის კანონპროექტზე - სჯობს ხელისუფლებამ გზავნილები შეცვალოს და ამ თემას სერიოზულად შეხედოს

„ჯობია, ხელისუფლებამ იმ გზავნილებს, რასაც ისინი უშვებენ ხოლმე, შეცვალონ და ამ თემას სერიოზულად შეხედონ“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აშშ-ს კონგრესის კანანოპროექტს.

ჩუგოშვილის აქვს მოლოდინი, რომ ჩანაწერი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ იქნება მხარდაჭერილი.

„ჩემი მოლოდინია, რომ ჩანაწერი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ იქნება მხარდაჭერილი. საგულისხმო სიგნალი უნდა იყოს ეს ხელისუფლებისთვისაც და მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვისაც, როდესაც ტექსტები, რომელიც აქამდე გვესმოდა, იყო მხოლოდ განცხადებებში, პოსტებში ან ტვიტებში, ახლა გადადის უკვე ამერიკის კანონმდებლობაში.

ეს აღარ არის უბრალოდ განცხადებები. ჯობია, ხელისუფლებამ იმ გზავნილებს, რასაც ისინი უშვებენ ხოლმე, შეცვალონ და ამ თემას სერიოზულად შეხედონ”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics