06:42 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 11:52:48, 1631 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი რეგულარული ფრენების აღდგენაზე - ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა

ჩვენ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები, გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელობასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა თანმიმდევრულად დგამს ფრთხილ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ხუთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები გაიხსნება.

„რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა საქართველო15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რაც ერთის მხრივ, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, მთავრობის, ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგების დაფასებას, მაგრამ ამავე დროს, გვაკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების წინაშე , ისევე, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ამიტომ, ჩვენ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და შედეგად, ჩვენს 5 პარტნიორ ქვეყანას, ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები, და მათი მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები იქნება ღია. ეს ეხება პირდაპირ ფრენებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს მოლაპარაკებებს ყველა სხვა პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებაში განაგრძობს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მსგავს მოლაპარაკებებს ყველა ჩვენს სხვა პარტნიორთან მიმართებაში და აქაც გვექნება შესაბამისი შედეგები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს, რაც ასევე არის უმნიშვნელოვანესი პირობა ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და აღდგენისათვის. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები. გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელობასაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics