|
2020-07-09 11:47:02, 2739 ნახვა
საზოგადოება
აკნესთან გამკლავება
აკნე სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას არ წარმოადგენს, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ადამიანების დიდ ნაწილს გარდატეხის პერიოდში უვითარდება. ის იწვევს ადამიანის განწყობის და თვითშეფასების დაქვეითებას, რაც ხშირად ნეგატიურად აისახება ნერვულ სისტემაზე. აკნე, იგივე ფერიმჭამელა ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხიმგროვების, ფერიმჭამელების წარმოქმნა, კანის ცხიმიანობის მატება, ჩირქოვანი გამონაყარი, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სახის, ზურგისა და გულ-მკერდის არეში ლოკალიზდებიან. აკნე არამხოლოდ თინეიჯერებში, არამედ მოზრდილებშიც ვითარდება, გამომწვევი მიზეზებად შეიძლება დასახელდეს, როგორც ჰორმონალური დისბალანსი, აკნეს გამომწვევი ბაქტერიები, ჰიგიენირ ნორმების დარღვევა, ასევე სხვა გარემო-პირობები. აკნე გარდატეხის ასაკშიც შეიძლება ასოცირდებოდეს რიგ ჯანმრთლეობის პრობლემებთან, თუმცა ძირითადად ჰორმონულ დისბალანსთან არის დაკავშირებული. აკნეს მკურნალობაში მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა, რადგან პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. მკურნალობა ინდუვიდუალურია, ამიტომ უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რომელიც თქვენზე მორგებულ დანიშნულებას მოგცემთ. REDMED-ით შეგიძლიათ დერმატოლოგის დისტანციური კონსულტაცია მიიღოთ და კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაიმარტივოთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ:
აკნე და კვების რაციონი აკნეზე არაერთი მცდარი წარმოდგენაა გავრცელებული. მათ შორის, შოკოლადის, ცხიმიანი და ცხარე საკვების ზეგავლენა აკნეს წარმოქმნაზე. სინამდვილეში, კი ეს პროდუქტები აკნეს განვითარებასა და მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენს. დაავადების სწორი და ეფექტური მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზირებას, ასევე დაავადების სტადიისა და ფორმის განსაზღვრას აკნესთან დაკავშირებული კვლევები მოიცავს სისხლის ჰორმონულ ანალიზს თირკმელზედაჯირკვლისმიერი ანდროგენების (DHEA-S, 17α-OHP, An) განსასაზღვრავად, აგრეთვე – გინეკოლოგიურ და თირკმელზედა ჯირკვლების ულტრასონოგრაფიულ კვლევას.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)