|
2020-07-07 14:58:44, 10442 ნახვა
სხვადასხვა
ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების პარალელურად, სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები, გოფრირებული მილები 527 გრძივ მეტრზე მოეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურა 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან ერთად გაეცნო. „დაახლოებით, 60 წელია სადმელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. ძალიან დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. პროექტის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სრულად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. სადმელის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 583 000 ლარს დახარჯავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)