09:40 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 11:40:22, 1959 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ტამიშის გმირების პატივსაცემად, გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ იმნაძე და ბრძოლაში მონაწილე ვეტერანები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დილის 5:00 საათზე, აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე ძალებმა საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. გამთენიისას, პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს და პოზიციები შეინარჩუნეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics