10:40 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 14:18:11, 1744 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. „ხოფის ბაზრობის" მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან

მცირე მეწარმეები, რომლებიც ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, გათავისუფლდებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. აღნიშნულის შესახებ გაცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ  მოიჯარეებს პირადად აცნობა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს ბრძოლა ეკონომიკურ კრიზისთან და კრიზისით გამოწვეულ შედეგებთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ მოქალაქეებს.

,,ე.წ. „ხოფის ბაზრობის" მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი კომუნიკაცია უკვე კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათ მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა გაავრცელონ შესაბამისი შეღავათები იქ მომუშავე ადამიანებზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო გავზარდოთ გადასახადები და გადასახადების თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ე.წ. ხოფის ბაზრობაზე საქმიანობას 1405 მოიჯარე ეწევა. ისინი პირველი ივლისიდან,  5 თვის ვადით, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადებისგან. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის გადარჩენას და შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ  საგანგებო მდგომარეობის დროს ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულები სახელმწიფოსგან სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics