18:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 15:47:00, 7678 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 8 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში  კორონავირუსის დიაგნოზით 8 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომლის მდგომარეობაც თანდათანობით უმჯობესდება.

„8 კოვიდინფიცირებული გვყავს. ვფიქრობთ, რომ დღეს ერთი შეიძლება გავუშვათ, გააჩნია, როგორი იქნება ფილტვის მდგომარეობა, ნეგატიური ტესტი არის, მაგრამ მაინც რჩება პნევმონია, დღეს გადაკონტროლდება. რაც შეეხება მძიმე პაციენტს, მისი მდგომარეობა თანდათანობით გაუმჯობესდა, ბევრად უკეთ არის, მართვით სუნთქვაზე კი რჩება, მაგრამ ფილტვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. „ცხელების ცენტრში“ მომართვიანობაც შედარებით იკლო ჩვენთან ამ ბოლო ხანებში და ეს კარგია, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ თანდათანობით მუშაობის ჩვეულ რეჟიმში შეიძლება გადავიდეთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics