|
2015-08-31 12:03:26, 526 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ოპოზიციურ პარტიებს არ სურთ, გარდაუვალ წაგებაში მონაწილეობა მიიღონ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, არის ის, რომ მათ არ სურთ, გარდაუვალ წაგებაში მონაწილეობა მიიღონ. ხიდაშელის შეფასებით, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობაა. „მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათ არ უნდათ გარდაუვალ წაგებაში მონაწილეობა მიიღონ. თუ ხარ პოლიტიკური პარტია და არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდე და ჩამოყალიბდე, გესმის თუ არა რას ნიშნავს იყო პოლიტიკური პარტია. არასოდეს, ჩვენი საქმიანობის არც ერთ ეტაპზე, „რესპუბლიკურ პარტიას“ არც ერთი არჩევნებისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია, იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობა. ამით ბოიკოტს უცხადებენ, შესაძლოა პროცენტულაც ცოტა, მაგრამ თავის ძალიან ერთგულ ამომრჩეველს. ამიტომ, მათ ელაპარაკონ როდესაც უარს ეუბნებიან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)