06:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 10:37:51, 4028 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

„წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას  საკმაოდ დიდ მოსავალს ველოდებით, რომლის საერთო საპროგნოზო რაოდენობა 35 000 ტონაზე მეტი იქნება. პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ არის. საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება. ჯამში, 22 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. ჩვენი სამინისტრო გააკონტროლებს მწვანე დერეფნის ფუნქციონირებას. მინდა, ფერმერებს მოვუწოდო, ჩაერთონ სადაზღვევო პროგრამაში, რომლის ფარგლებში, დღეისათვის, მხოლოდ 24 ჰექტარი მიწის  ფართობია დაზღვეული, ბაღების საერთო ფართობი კი, დაახლოებით, 6 000 ჰექტარს შეადგენს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის პირობებში, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფერმერებს აგროვადების დაცვით სამუშაოების განხორცილებაში შეფერხება არ ჰქონოდათ.

„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით მიღებულმა  დახმარებამ ხელი შეუწყო მოსავლის აღების პროცესს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით,  კახეთში 3 მძლავრი გადამმუშავებელი კომბინატი მუშაობს, სადაც წვენებისა და ხილფაფების წარმოება ხდება. ვფიქრობ, ატმის რთველი წარმატებით ჩაივლის და ფერმერები კმაყოფილები იქნებიან“, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 396 ტონაზე მეტია, საიდანაც ექსპორტირებულია  49 ტონა შეადგინა. ატმის საბითუმო ფასი 1.00-დან 1,3 ლარამდე მერყეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics