23:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 13:01:12, 1746 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ სპეციალური შეთავაზება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

აქ.ახლა, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, „თიბისის“ მეწარმეებისთვის სპეციალური  შეთავაზება აქვს. ინიციატივა იმ  საწარმოების საქმიანობის გამარტივებას და  ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების მიმართულებით ოპერირებენ.

პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ  50.000 ლარიდან - 5.000.0000 ლარამდე კრედიტით და მიიღონ დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. პროექტში ჩართვისთვის,  რაიმე ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფის სახით წარდგენა საჭირო არ არის.

ინიციატივა სახელმწიფო პროექტების -  „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგრო კრედიტის" და  „საკრედიტო-საგარანტიო სქემა"-ს ფარგლებში ხორციელდება.

სპეციალური პირობებით სარგებლობა  პროექტის -  „შეღავათიანი აგრო-კრედიტის" ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც  მეწარმე  48 თვის განმავლობაში,  კრედიტზე დარიცხული პროცენტის 11%-მდე თანადაფინანსებას მიიღებს შემდეგ დარგებში:

· ხორცის და ხორც-პროდქუტების წარმოება, გადამუშავება და დაკოენსერვირება;

· თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება;

· ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება;

· რძის გადამუშავება და ყველის წარმოება;

· მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის) წარმოება;

· სუნელების წარმოება;

· მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისთვის;

· ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება;

· ჩაის გადამუშავება;

· ტყავის წარმოება;

ინდუსტრიული საწარმოების მიმართულებით, პროექტის „აწარმოე საქართველოში" პირობებით ყველა ის მიმართულება დაფინანსდება, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს.  მეწარმე ამ შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხულ პროცენტის თანადაფინანსებას 36 თვის განმავლობაში მიიღებს და ის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის + 3%-ს შეადგენს.

სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, დაინტრესებულმა პირებმა განაცხადი მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ  -  https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan . პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე, ასევე   ცხელი ხაზის საშუალებით: (032) 2 27 27 27.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics