14:42 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 18:00:30, 1315 ნახვა

საზოგადოება
აქტივისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილის დანიშვნა გააპროტესტეს

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიალის პარალელურად პარტია „ლელოს“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქტივისტებმა ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა გააპროტესტეს.

ფიცის დადების ცერემონიაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ჩავიდა, რომლებიც აქტივისტებმა გააკრიტიკეს.

საპასუხოდ კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ ახალგაზრდებს არ ესმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფით პრეზიდენტსაც აყენებენ შეურაცხყოფას.

 „სამწუხაროდ, იმ ახალგაზრდებს, გარეთ რომ არიან არ ესმით, რომ როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს კონსტიტუციისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფაცაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე, ვასილ როინიშვილი იქნება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics