|
2015-08-27 14:36:31, 5640 ნახვა
კულტურა
„თიბისი გალერეა“ რეზო კეზელის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს
30 აგვისტოს, 19:00 საათზე, თიბისი ბანკი და „თბილისის ფოტოფესტივალი 2015“ ბათუმის „თიბისი გალერეაში“ რეზო კეზელის გამოფენას - „კაცი აკორდეონით“ უმასპინძებს. როგოგრც „ექსპრესნიუსს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს ფოტოგრაფის შემთხვევით გადარჩენილ ფოტოებს, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკის ინსტიტუტის საწყობში იპოვეს. ცნობილი ფოტოგრაფი და ოპერატორი, რეზო კეზელი, რომელიც გასული საუკუნის 50-70 იან წლებში მოღვაწეობდა, საკუთარ ნამუშევრებში ეპოქას ეხმაურება, თუმცა რეალურად ეს არც საბჭოთა დროის პორტრეტია და არც საბჭოთა ადამიანის. ფოტოგრაფმა შეძლო, უარი ეთქვა არსებული კლიშეების გამოყენებაზე და საკუთარი ორიგინალური ფოტოგრაფიული ესთეტიკა შექმნა. რეზო კეზელის ეს ნამუშევრები 2014 წლის ოქტომბერში თბილისის დამთვალიერებელმა თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში ნახა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)