|
2020-06-16 12:59:15, 1182 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება
ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. ისინი დღეს მერიის წინ შეიკრიბნენ. შახტში დასაქმებულები პირები რამდენიმე დღეა მუშაობაზე უარს აცხადებენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია, ისინი უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ხელფასების ოცი პროცენტით გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა, არა დასკვნა, არამედ შესასრულებელი სამუშაოების ოქმი და ვადები გამოსცა. „მეშახტეები ძირითადი მოთხოვნაა შახტში უსაფრთხოების ზომების დაცვა. რამდენიმე დღის წინ, ამწე ბადიამ ავარიული დაშვება განახორციელა. ამწეზე 22 მეშახტე იმყოფებოა. პირდაპირ მივმართავ ნათია თურნავას, თქვენიდან დახმარებას ვითხოვთ, რათა მოახდინოთ გარკვეული ზეწოლა შემოსულ კომპანიაზე“, - აცხადებს ერთ-ერთი მეშახტე. მეშაახტეები, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)