15:50 - 13 Aug, 2026
|
2020-06-16 11:38:46, 1076 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში, შერეული ბაზრის მიმდებარედ ხმაური იყო
ვარკეთილში შერეული ბაზრის მიმდებარედ ხმაური იყო. ადგილზე ბაზრობის მოვაჭრეები შეიკრიბნენ და ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ. მათ სურდათ საკუთარ ფართებზე შესვლა და პროდუქციის ნახვა, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, ვარკეთილში შერეულ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო მანქანა და ავტოცისტერნა მუშაობა. დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო რუსთავიდან და წყნეთიდან. წინასწარი ინფორმაციით, დაწულია 4 000 კვადრატის ფართობის ტერიტორია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)