15:50 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 00:05:30, 1291 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში შერეული ბაზრის ტერიტორიაზე დიდი ფართობი იწვის - ადგილზე 21 სახანძრო-სამაშველო ცისტერნა მუშაობს

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ვარკეთილში ბაზრის ტერიტორიაზე საკმაოდ დიდ ფართობს უკიდია ცეცხლი.

 

მისი თქმით, ადგილზე 21 სახანძრო ავტოცისტერნა მუშაობს.

 

"იწვის ბაზრობა, ფართობი არის ძალიან დიდი,ადგილზე მობილიზებულია 21 სახანძრო ავტოცისტერნა. დამატებითი ჯგუფები გამოგზავნილია რუსთავიდან და წყნეთიდან. მეხანძრე-მაშველები აკეთებენ ყველაფერს, რათა მოხდეს ცეცხლის მაქსიმალურად მალე ლოკალიზება.

 

არის ძალიან დიდი ფართობი, ამჟამად კონკრეტულ ფართობს ვერ გეტყვით. რაიმე ძალიან რთული გართულებები ამ ეტაპზე არაა. ხედავთ ბენზინგასამართ სადგურს, მეხანძრე-მაშველები ადგილზე არიან მობილიზებულები როგორც ქვედა, ასევე ზედა მხრიდან. ისინი მაქსიმალურად მცირე დროში შეეცდებიან რომ მოხდეს ხანზრის დროული ლოკალიზაცია. დაშავებულზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება", - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics