|
2020-06-11 13:43:06, 1944 ნახვა
საზოგადოება
N4 და N55 ბაღების აღსაზრდრელები შემოდგომაზე განახლებულ შენობებში დაბრუნდებიან
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციას განაგრძობს. სარეაბილიტაციო ბაღებს შორის მთაწმინდის რაიონში მდებარე N4 და N55 ბაგა-ბაღებია, რომელთა შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მათი გამაგრება-რეკონსტრუქცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. მისი განცხადებით, ბავშვები ბაღის კუთვნილ სივრცეს შემოდგომაზე დაუბრუნდებიან. „აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან ორივე სააღმზრდელო დაწესებულების კონტინგენტი ამჟამად ალტერნატიულ ფართებსა და ახლომდებარე ბაღებშია გადანაწილებული და მათი დაბრუნება სტანდარტულ სამუშაო-სააღმზრდელო გარემოში აუცილებელია. პროექტის შედეგად, N4 და N55 ბაღების შენობებს ავთენტურობა შეუნარჩუნდებათ და ამასთანავე, ისინი თანამედროვე მოთხოვნებს და უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. პროექტების მთავარი ეტაპი - კონსტრუქციის გამაგრება დასრულებულია. ასევე, დასრულდა სველი წერტილებისა და სამზარეულოების რემონტი და სამღებრო სამუშაოები. ამჟამად, ბაღების ეზოებისა და საევაკუაციო კიბეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)