|
2020-06-10 11:11:14, 1822 ნახვა
საზოგადოება
ატმის ორგანიზებულად რეალიზაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ატმის გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან და ექსპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ის სადისტრიბუციო ლოკაცია დაათვალიერა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ატმის მოსავლის უსაფრთხო და შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შეირჩა. სადისტრიბუციო ლოკაციაზე იმუშავებს ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელთა საშუალებითაც გადამზიდი მანქანების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლები პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღებას ადგილზე, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეძლებენ. გადამზიდი მანქანების გადაადგილება გაკონტროლდება. „წელს ატმის უხვ მოსავალს ველოდებით. საპროგნოზო რაოდენობა, დაახლოებით, 35 000 ტონაზე მეტია. წელს, სეზონზე 20 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. ახალი კორონავირუსის პანდემიური პირობებიდან გამომდინარე, გურჯაანის მუცინიპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე შევარჩიეთ ლოკაცია, სადაც მანქანები საექსპორტო პროდუქციით დაიტვირთებიან. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა, მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. სახელმწიფო მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, ქალაქ გურჯაანში არსებული საორგანიზაციო შტაბი, შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, ატმის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის ოპერატიულად მოგვარების მიმართულებით იმუშავებს. სამუშაო შეხვედრას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)