|
2020-06-09 15:16:19, 1265 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა, სახელმწიფო ხელს უწყობს ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა
აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველია, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდა. ქარხანაში 500 ადგილობრივია დასაქმებული და პროდუქციის დღიური წარმადობა 500 ტონამდეა. რაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდი ნაწილის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა. ახალ ქარხანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ. „ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. მნიშვნელოვანია, რომ ერთი თვის წინ დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით დასრულდა და ტრადიციების მქონე აგარის შაქრის საწარმომ მუშაობა განაახლა. დღეს ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და დღეში 500 ტონამდე შაქარს აწარმოებს, რაც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. საწარმო, იმ მხარდაჭერის პირობებში, რომელიც სახელმწიფომ შექმნა სხვადასხვა პროგრამის სახით, შეძლებს წარმატებულ საქმიანობას. ახლა ძალიან აქტიური პერიოდია სურსათის, როგორებიცაა მურაბები, ჯემები და სხვა წარმოების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ადგილობრივი, ხარისხიანი ნედლეული კონკურენტუნარიან ფასად, ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. აგარის შაქარი ჩვენს ბაზარზე წარმატებული იქნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)