|
2020-06-09 10:32:38, 1433 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ ციფრული არხების გამოყენების გასამარტივებლად საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი, აქ და ახლა, საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ინიციატივის მიზანია მომხმარებლებისათვის ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდება, რაც მათ ფინანსური მომსახურების დისტანციურად და სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას მისცემს. საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ტექნიკური და უცხო ტერმინების გარეშე ახსნიან - როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტ და მობაილბანკის საჭირო და სასარგებლო ფუნქციები. ვიდეორგოლები თიბისის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდება. „დისტანცირების პერიოდში გამოიკვეთა, რომ მობაილ და ინტერნეტბანკი მომხმარებლებისთვის სრულფასოვან ბანკს ნიშნავს. ადამიანებს საბანკო ტრანზაქციებისა და ოპერაციების შესასრულებლად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ. ჩვენი დაკვირვებით, მიზნობირივი სეგმენტისთვის დისტანციური პროდუქტების გამოყენებისისას ძირითადი სირთულე ტერმინებისა და პროცესების სიმრავლეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათ, ვისაც ამის საჭიროება და სურვილი აქვს, ციფრული არხების გამოყენება ისეთმა ადამიანებმა ასწავლონ, რომლებსაც თავდაპირველად თვითონაც უჭირდათ ადაპტაცია, ახლა კი ეს ფუნქციები მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ამ კამპანიის დახმარებით მომხმარებლებს ფინანსური სერვისების მარტივად და სრულად ათვისების შესაძლებლობს მივცემთ", - განაცხადა თეა კობახიძემ, „თიბისის“ ციფრული არხების განვითარების ხელმძღვანელი. პირველი საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მობაილ და ინტერენტბანკში დარეგისტრირებას ეხება. მომდევნო ვიდეოებში კი მომხმარებლები სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით; კომუნალური გადასახადების გადახდა; მობაილბანკის პაროლის აღდგენა; ავტომატური გადარიცხვის გააქტიურება და ა.შ.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)