20:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 10:59:16, 627 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის ცენტრალური ქუჩების დიდი ნაწილი კვლავ დატბორილია

ბათუმის ცენტრალური ქუჩების  უმრავლესობა ამ დროისთვის კვლავ დატბორილია. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შეუძლებელია გადაადგილება გოგოლის, ჭავჭავაძის  ერთ მონაკვეთზე, აბაშიძის ქუჩასა და სხვა მიმდებარე ქუჩებზე.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები წყლის ამოტუმბვას ამ დრომდე სცდილობენ.

ბათუმში უხვი ნალექი წუხელ დაახლოებით,  9 საათზე მოვიდა და მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე წყალი შევარდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა.ზიანი მიადგა სავაჭრო ობიექტებსაც. ყველაზე რთული ვითარება ე.წ.  ჭაობის დასახლებაში შეიქმნა. ასევე, რთული ვითარებაა კახაბრის უბანსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც უხვმა ნალექმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ბათუმის სანაპიროსთან მთელ პერიმეტრზე  მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები, რომლებიც წყლის ამოტუმბვას ახდენდნენ, თუმცა, როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოსული უხვი ნალექის გამო, ისინი იძულებული გახდნენ  დახმარება ქუთაისიდან და თბილისდანაც გამოეძახებინათ.

ზარალის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა უხვი ნალექის შედეგად ბევრი მოსახლე დაზარალდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics