|
2020-06-08 10:08:33, 1903 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან სასტუმროები და დახურული ტიპის რესტორნები იხსნება
დღეიდან მხოლოდ ის სასტუმროები გაიხსნება, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 მაისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. "გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა", - თქვა პრემიერმინისტრმა 27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება, დახურული ტიპის რესტორნები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტებმა წინასწარი დაჯავშნის სისტემა უნდა გამოყენონ. ამასთანავე, აუცილებელია ორ საათიანი შუალედით რესტორნების დასუფთავება. აღსანიშნავია ისიც, რომ გამონაკლისის სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)