21:52 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-06 12:45:47, 4474 ნახვა

მსოფლიო
ჯასტინ ტრუდომ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა მიიღო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ოტავაში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ტრიუდომ მომიტინგეებთან ერთად, სოლიდარობის ნიშნად სამჯერ დაიჩოქა.

აქციის რამდენიმე მონაწილე ტრიუდოს სოლიდარობის ასეთი ჟესტისთვის მადლობას უხდიდა. დემონსტრანტები კი სკანდირებდენ: „აღუდექით ტრამპს“.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებმა ტრიუდოს ჰკითხეს, რას ფიქრობს დონალდ ტრამპის გეგმაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯარისკაცების გამოყენების შესახებ. კანადის პრემიერი 20 წამის განმავლობაში ჩუმად იყო, შემდეგ კი განაცხადა, რომ კანადელები აშშ-ში მოვლენათა განვითარებას შიშით აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics