21:03 - 13 Aug, 2026
|
2020-06-04 17:29:39, 2783 ნახვა
საზოგადოება
აჭარის პროკურატურასთან ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები აქციას აგრძელებენ
აჭარის პროკურატურასთან კარვებია გაშლილი. ჯამში 17 პირი შიმშილობს, ხოლო 4 პირს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. აქციის მონაწილეები მთავრობას ხვალ, 15 საათამდე აძლევენ დროს, რომ მიიღონ პასუხი, როდის დაიწყება ლავასოღლის თურქეთის საპატიმროდან ექსტრადირების საკითხი. მათივე თქმით, თუ ხელისუფლება დიალოგს არ დაიწყებს, ისინი სარფის საბაჟოს პიკეტირებას მოახდენენ. ცნობისთვის, ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრებმა აქცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ გამართეს. 2020 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)