21:03 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 17:02:49, 2646 ნახვა

საზოგადოება
იანვარ-მაისში სულ იდენტიფიცირებული იყო, დაახლოებით, 15 კლასტერი - შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლასტერში იყო 40

საანგარიშო პერიოდში სულ იდენტიფიცირებული იყო, დაახლოებით, 15 კლასტერი. შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლასტერში იყო 40, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გამოიყოფა თეთრიწყაროს, ბოლნისის და ქობულეთის კლასტერები.

„კონტაქტები, რომლებსაც აღენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები, განიხილებიან როგორც შესაძლო შემთხვევები, რომლებიც გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ დიაგნოსტირება კორონავირუსზე. კონტაქტებს, რომლებსაც არ უვლინდებათ სიმპტომები ეძლევათ არჩევანი: დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში შინ (თუ დაცულია იზოლაციისთვის მოთხოვნილი წესები) ან გადაყვანილი იქნენ საკარანტინო დაწესებულებაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ. პირის მიმართ იზოლაციის გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. 36 დადასტურებული შემთხვევების ეპიდკვლევით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ იქნა 3 500-მდე კონტაქტის მოძიება. კონტაქტების მიდევნების მიზნით ხდებოდა მათი თვითიზოლაცია ან სპეციალურ საკარანტინო სივრცეში გადაყვანა და შემდგომი დაკვირვება“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics