|
2020-06-04 15:02:54, 1390 ნახვა
საზოგადოება
დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა
დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, იოანე პეტრიწის N9-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტი 8 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორები და საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი განთავსდება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. „მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევქმნათ. მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში სამი დიდი სკვერის პროექტი უკვე განხორციელდა. ახლა კი, დიდ დიღომში, სკოლა ფესვებთან დავიწყეთ სამუშაოები, სადაც მოსახლეობისთვის გამწვანებული და კეთილმოწყობილი ადგილი შეიქმნება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 473 566 ლარია გამოყოფილი.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)